
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა. „შეხვედრის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 100-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს










