
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. ლაშა ჟვანიას თქმით, საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზიც. „ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; თელ ავივის ჩათვლით). ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში. შეგახსენებთ განგაშის სიგნალის










