
გლდანის პირველი მიკრორაიონის კორპუსებთან სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ პირველი მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა. თბილისის მერიის ცნობით, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნესზონა. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა










