
ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
2023 წლის 16-18 ნოემბერს საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, სამდღიანი ღონისძიება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება. „კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: ვილიამ კოვაჩიჩი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის










