
საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში 22 მყინვარულ ხეობაში კვლევების პირველი ეტაპი დაასრულა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის, GEOTEST AG-ის ექსპერტს, დანიელ ტობლერს შეხვდნენ. GEOTEST AG-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საფრთხეების შეფასების და საპრევენციო რეკომენდაციების გაცემის კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვს.










