
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა
„თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს. თბილისის მერის










