
თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს
თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული – უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ გამოქვეყნდება პირველ ივლისს, საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებგვერდზე – hr.gov.ge. „თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის









