
მეუფე შიო მუჯირი – ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ენერგია ღვთისა, რომელსაც მადლი ღვთისა ეწოდება და რომლის მეშვეობითაც ხდება თანაზიარება ღმერთთან
ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ენერგია ღვთისა, რომელსაც მადლი ღვთისა ეწოდება და რომლის მეშვეობითაც ხდება თანაზიარება ღმერთთან, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეორე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. მას შემდეგ, რაც დიდი მარხვის










