
გრუნი – აღმოაჩინე შენი თავი საჯარო მმართველობაში
გადახედე შენ გარშემო მიმდინარე პროცესებს – ხედავ ქაოსს, თუ ხედავ შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს ? საჯარო მმართველობა და პოლიტიკა სწორედ ის ბერკეტია, რომლითაც ერთი იდეა მილიონობით ადამიანის რეალობად იქცევა. ამ პროფესიის წარმომადგენლები აანალიზებენ პრობლემებს, გეგმავენ სტრატეგიებს, მართავენ რესურსებს და ქმნიან ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს. მათ ევალებათ საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესება, კონფლიქტების მართვა, საერთაშორისო










