
საქართველოში თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 20-ვე დაღუპული ნაპოვნია
საქართველოში თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 20-ვე დაღუპული ნაპოვნია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN TÜRK-ი ავრცელებს. მე-20 დაღუპულის პოვნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს. ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.










