
გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს ღირსეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი ყოველდღიური შრომა და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში. გეკა გელაძეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.










