
მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზაზა ლომინაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ საჭიროებებსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმ სერვისების გაძლიერების პერსპექტივებზე, რაც პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების სრულყოფილად მიწოდებას უზრუნველყოფს.










