
შს მინისტრი გეკა გელაძე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან, დავით თამაზაშვილისგან და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირებისგან სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის, მათ შორის სანაპირო დაცვის, სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განიხილეს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო










