
აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბესიკ კუსიდისთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე გამოკვლევების პროცესს გაეცნო და დევნილ ბენეფიციარებსა










