
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ნიკოლოზ გოგუაძე – 2011 წლის 26 მაისის გამთენიისას ყინწვისთან ჩაატარეს სპეცოპერაცია, ალყა გვქონდა შემორტყმული, მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩვენი ჩაცხრილვა, სცემეს სასულიერო პირებიც
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნიკოლოზ გოგუაძეს უსმენენ. გოგუაძემ კომისიის სხდომაზე ყინწვისის მონასტერთან თავისი და თავისი მეგობრების დაკავება გაიხსენა. „ჩვენი ისტორია 11 მაისამდე ცოტა ადრე დაიწყო, მაგრამ 11 მაისი იყო ის დღე, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელსაც „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა“ ერქვა, გავაკეთეთ პრეზენტაცია.










