
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საიუბილეო ღონისძიება აღინიშნა
30 მაისი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაარსების დღეა. ცენტრის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების შეტანილი წვლილი აღნიშნეს. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს










