
პაატა შავაძე : ,,თუ ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შენგელია, წარმოადგენენ კლანს, მაშინ მეც ამაყი ვარ იმით, რომ თხემით ტერფამდე ამ კლანის წევრად ვითვლები – ადამიანები, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს კლანურობის მნიშვნელობა და გუნდს უწოდებენ კლანს, ერთი წამითაც არ და ვერ დაგვახევინებენ უკან”
ცნობილი ადვოკატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბატონი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს : ,,სულმნათმა ბებიაჩემმა სიკვდილის წინ დამიბარა…,,ვირისგან წიხლი, რა თქმა უნდა, საწყენი არააო, მაგრამ ჯობია ზოგადად ვირებს მოერიდოო”… არ მრცხვენია ერთი წამითაც, რომ ლევან მურუსიძე მიყვარს და ჩემი უძვირფასესი მეგობარი და კოლეგაა ! ლევან მურუსიძე არის ლიდერი ღირსეული ქართველი იურისტებისა










