
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურამ ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა, რომელიც 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულ გელა უძილაურს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობას. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 მარტს, 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ. ჯ.-ს და










