
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კიდევ ერთი ექიმისთვის ბრალდების წარდგენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კიდევ ერთი ექიმისთვის ბრალდების წარდგენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს ახალი










