
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის, 49 ჟურნალისტი. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის










