
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს – სამართალდამცველთა დისკრედიტაციის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მხრიდან აქციებზე გატარებულ ღონისძიებებზე ცრუ ბრალდებები ვრცელდება
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და










