
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოემბრის საპროტესტო აქციების მონაწილე 11 აქტივისტის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს
„კოალიცია ცვლილებისთვის“, ორგანიზაციების – „ნაბიჯის“, „დაიტოვეს“ წევრებისა და ნოემბრის საპროტესტო აქციების სხვა აქტივისტების, სულ 11 პირის ადმინისტრაციულ საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს. აქტივისტებს 10 ნოემბერს – მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების, 17 ნოემბერს კი ვარაზის ხევისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. აღნიშნულის ორგანიზებაში ნიკა გვარამიას ადანაშაულებენ, თუმცა იმის გამო,










