
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს, ხუან მაჰიკესს შეხვდა. შეხვედრა ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და IAP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, საუბარი










