
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით კომპანია შპს „თ-ნ გოლდთან“, რომლის საქმიანობა ავტომანქანაზე რეგისტრირებული გირავნობით სესხის გაცემას მოიცავდა, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად ორი ავტომანქანა წარადგინეს.










