
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ პროკურატუარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „საქართველოს პროკურატურა აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების თაობაზე. როგორც მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განვაცხადეთ, საქართველოს პროკურატურა ევროპელი კოლეგების ჩართულობით აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალურ დანაშაულზე გამოძიებას, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების










