
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
იუსტიციის სამინისტრო – 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა, რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულებისთვის საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან
2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ; რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, პასუხისმგებელია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის










