
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გიორგი კონდახიშვილი : ამ ეტაპზე, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს და დაელოდებიან, როდის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმედს იტოვებს, რომ გლდანში მომხდარი ინციდენტი ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების ხელმეორე დაკავების საფუძველი არ გახდება. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, სადაც გლდანში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ პირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა. „რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იყო









