
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სამართალი, სიახლეები
საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად ასახელებს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილეს და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს, მიხეილ ბატურინსა და სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრს, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში. როგორც









