
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტელეგრამის“ ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები, 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა.









