
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ვახტანგ გომელაური – გერმანიის მთავრობასთან მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეგებთან, ხელშეკრულებით მეტი ვალდებულება გვაქვს
გერმანიის მთავრობასთან მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეგებთან. ხელშეკრულებით მეტი ვალდებულება გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. გომელაურის თქმით, უკანონო მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის მთავრობას შორის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მის დელეგაციასთან ვისაუბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს







