
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სუს-ი – „კამიტის“ გამოყენების გამოგონილი ფაქტის მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გამოძიება გრძელდება იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს
სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა. როგორც მაღრაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ლაშა შერგელაშვილის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა „ბიბისის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები. „საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ახლო










