
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებმა „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულეს
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20-მა მოსამსახურემ „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა. 7-კვირიანი სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამართლებრივი მომზადება, უსაფრთხოების საკითხები, საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა










