
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა სტეფანიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან პროკურორის თქმით, სტეფანიანისგან არსებობს როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადაგურების და მიმალვის საფრთხეები. სტეფანიანს პროცესზე საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ადვოკატი სტეფანიანის გათავისუფლებას 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. პროკურატურა ვლადიმერ სტეფანიანს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს ედავება. ადვოკატ თამარ მერლანის თქმით, მიწა სადაც სტეფანიანი










