
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს, საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“ და „კლეფედრონი“, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. შსს-ს ცნობით, „კლეფედრონი“ წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს. უწყების ცნობით, დაკავებულია ორი










