
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათისა“ და „სარფის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული მ.ქ, 1998 წელს დაბადებული ჰ.ო. და 2001 წელს დაბადებული ე.შ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. „დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










