
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა თანხის გადახდაზე უარს აცხადებს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. პროცესი 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა საქმის განხილვა 15:30 საათზე დაიწყო, რადგან ელენე ხოშტარიამ ადვოკატზე და, ზოგადად, დაცვის უფლებაზე თქვა უარი, სასამართლომ კი მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა. ხოშტარია










