
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, დაკავებულთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. „ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ










