
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება










