
საქართველოს მთავრობამ 2020-2023 წლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა
საქართველოს მთავრობამ 2020-2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა. დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რა პირობებით ჩამოეწერებათ კლინიკებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები. დადგენილების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები ჯარიმის 75 პროცენტისგან განთავისუფლდებიან, თუ დავალიანების 25 პროცენტს დაფარავენ და საკითხთან დაკავშირებით არსებულ დავებს შეწყვეტენ. კერძოდ, დადგენილების თანახმად, კლინიკა










