
რეგიონებში გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის პაციენტები ძვირად ღირებულ მედიკამენტებს მიიღებენ, ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები დაუფინანსდებათ
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა – რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები ძვირად ღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ. ბენეფიციარებს, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები. ჯანდაცვის მინისტრი გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო დაფინანსებასა და ახალ სერვისებზე მიხეილ სარჯველაძემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიახლის შედეგად










