
მიხეილ სარჯველაძე დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და „დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და „დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში ჰემოდიალიზის დაფინანსების მოდელი და ტარიფი უცვლელი










