
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციურმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცენტრის მედპერსონალსა და თანამშრომლებს, აღნიშნული წარმატება მიულოცა. მინისტრმა ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ, სამედიცინო პროცესების და პაციენტების უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის,










