
ჯანდაცვის სამინისტრო – პენსიონერს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე










