
მიხეილ სარჯველაძე – თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია, ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ სამიტში „არაგადამდები დაავადებების პრევენცია, მართვა და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებმა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, ასევე მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ახალი ხედვა განსაზღვრეს, მიღებულია ამბიციური და რეალისტური პოლიტიკური დეკლარაცია. მიხეილ სარჯველაძე სამიტზე მოხსენებით წარსდგა. ჯანდაცვის










