
ჯანდაცვის სამინისტრო სოფლებში ახალ ამბულატორიებს ხსნის
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება – სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში, ახალი ამბულატორიები მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ამბულატორიების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის სოფლებშიც. 2026 წელს ნოჯიხევის, ჭითაწყარისა










