
24 ივლისიდან ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხვალიდან, 24 ივლისიდან ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ. სარჯველაძის თქმით, გრძელდება მუშაობა პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. „გასულ კვირას ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლითაც ახლებურად მოწესრიგდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები. კერძოდ, თუ პაციენტს გადასხმამდე უწევდა








