
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი – „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა საინვესტიციო და დიდი პროექტის თვალსაზრისით, რომელსაც ჰქვია შუა დერეფნის განვითარება
„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ, მომხიბვლელ ადგილად გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე საინვესტიციო და დიდი პროექტის თვალსაზრისით, რომელსაც ჰქვია შუა დერეფნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ხვალ უმასპინძლებს „აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. „მოგეხსენებათ, ვუმასპინძლებთ ხვალ „აბრეშუმის გზის“ ფორუმს, რომელიც







