- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
იაგო ხვიჩია – კაცი დაგვაჭერინეთ და დეპოლარიზაციას მივაღწევთ, ცინიკური ნათქვამია, რადგან საპირისპირო გამოცდილება გვაქვს, „ოცნების“ ეს მოთხოვნა ცალყბაა, მათ აქ არ სჭირდებათ კეზერაშვილი
„ქოცების“ ტვინი ცოტა უკუღმაა მოწყობილი, ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას და „ქოცები“ გვთხოვენ დაგვაჭერინეთ კიდევ ერთი კაციო, ასეთი დაჭერილი პოლარიზაციის ერთი გამომწვევი ციხეში ზის, მაგრამ ამით დეპოლარიზაცია არ გამოვიდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „კაცი დაგვაჭერინეთ და ჩვენ დეპოლარიზაციას მივაღწევთ, ცინიკური ნათქვამია, რადგან საპირისპირო გამოცდილება გვაქვს. რომ ეთქვათ დეოლიგარქიზაციას მივაღწევთ და ერთით ნაკლები ოლიგარქი გვეყოლებაო, ხუმრობად მაინც ჩავთვლიდი, მაგრამ დეპოლარიზაციასთან კაცის დაჭერა არაფერ შუაში არ არის. სააკაშვილი არის









