
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს, სტატუსზე გადაწყვეტილება არის გზავნილი, რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის ბრძოლისადმი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე ისაუბრებს როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკურ გზავნილზე, რომ აღარ უნდა განმეორდეს შეცდომა და მნიშვნელოვანია, საქართველოს მიენიჭოს სტატუსი. პაპუაშვილის თქმით, სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე, რა დროსაც საუბარი შეეხება უკრაინის თემასა და დეზინფორმაციის პრობლემებს.









