
ექსკლუზივი : სისტემური „ომერტა“ და წართმეული მემკვიდრეობა – როგორ იბრძვის მარტოხელა ქალი კლანური დანაშაულის წინააღმდეგ წალენჯიხაში
როცა სამართალი „კომაშია“ ? საქართველოში საკუთრების უფლება კვლავ რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელზეც დემოკრატიული ინსტიტუტები ფეხს იტეხენ. ,,GEO NEWS” ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად აშუქებს მიწის მიტაცებისა და საგამოძიებო უწყებების გულგრილობის ფაქტებს. ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია სიღნაღის რაიონული პროკურატურის სკანდალური საქმე, სადაც პროკურორი მიშიკო ჯანგულაშვილი, ჩვენი დამფუძნებლის ოჯახის კუთვნილი მიწის საქმეზე, ფაქტობრივად, „მძინარე მზეთუნახავის“ რეჟიმში იმყოფება,










